2026-09-29 15:35:00, 284 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ
საქართველოს პარლამენტმა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 82 ხმით მხარი დაუჭირა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში" ცვლილებას.
კანონპროექტით უქმდება მოქმედი მრავალსაფეხურიანი სისტემა (40 000-ლარიანი ზღვარი და შესაბამისი განაკვეთები) და დგინდება ერთიანი, 100 000 ლარის ოდენობის შემოსავლის ზღვარი, რომლის ფარგლებშიც ფიზიკური პირი სრულად თავისუფლდება ქონების გადასახადისგან.
აღნიშნული ცვლილება ვრცელდება იმ ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირება „საქართველოს საგადასახადო კოდექსის" შესაბამისად 2026 წელს უნდა განხორციელდეს.
მომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ცვლილება 81 ათას ოჯახს შეეხება.
საკანონმდებლო ცვლილება ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან