|
2026-09-29 15:40:17, 302 ნახვა
ეკონომიკა
დიზელის ფასი 5 ლარამდე გაიზარდა, ბენზინის - ₾4-მდე
საქართველოში საწვავის კვლავ ძვირდება. ბოლო ერთ თვეში ქვეყანაში მოქმედი ბრენდირებული გასამართი სადგურების ქსელებში სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასის კორექტირება 19-დან 50 თეთრამდეა. საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება. საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში: Gulf-ის ქსელში საწვავი ბოლოს 28 სექტემბერს გაძვირდა. ამ ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში ფასები 8-ჯერ დაკორექტირდა. შედეგად სექტემბრის თვეში ბენზინი ჯამში 20-30 თეთრით, დიზელი კი 50 თეთრამდეა გაძვირებული. შედეგად, დღეს, საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასი ბოლო ერთი თვის განმავლობაში 9-ჯერ დაკორექტირდა. ბენზინის ღირებულება 23-31 თეთრით, ხოლო დიზელის 46-48 თეთრით გაიზარდა. დღეს სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:
Connect-ის ქსელში საწვავი ფასი სექტემბერში 7-ჯერ დააკორექტირეს. ჯამში ერთ თვეში ღირებულება 20-45 თეთრით გაძვირდა. დღეს, ამ ქსელში ბენზინს და დიზელს ამ ფასად შეიძენთ:
Socar-ის გასამართი სადგურებში საწვავის ფასი სექტემბერში რამდენჯერმე დაკორექტირდა. შედეგად ბენზინი და დიზელი 19-48 თეთრით გაძვირდა. დღეს, ბენზინის და დიზელის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:
უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის და Rompetrol-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს, თუმცა ივნისის დასაწყისსა და ბოლოს არსებული ფასებით, საწვავი ამ სადგურებზეც გაიაფდა.
Rompetrol-ის დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:
Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:
Portal-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:
ივნისის დასაწყისიდან საქართველოში მოქმედ გასამართ სადგურებზე საწვავი ივლისის დასაწყისამდე იაფდებოდა, რაც აღნიშნული პერიოდისთვის აშშ-ირანის ურთიერთობების ნორმალიზებითა და შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის დასტაბილურებით იყო განპირობებული. თუმცა ივლისის მეორე ნახევარში ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობი კვლავ ძვირდება და ქვეყანაში ე.წ. ბრენდირებულმა გასამართმა სადგურებმა ფასების კორექტირება ზრდის მიმართულებით ივლისის დასაწყისში დაიწყეს. „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში სექტემბერში საწვავის მოხმარების ზრდასა და კიდევ უფრო გაძვირებას პროგნოზირებენ. მათ მოლოდინს იზიარებენ ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობიმპორტიორი და გასამართი სადგურების ბრენდის მფლობელ კომპანია "ვისოლში". მისი გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა განმარტავს, რომ საწვავზე დღეს მომწოდებლებთან ახალი კონტრაქტების გაფორმება კომპანიას უფრო ძვირად უწევს, ამიტომ დღეს არსებული ფასი საბოლოო არ არის.
ევროპაში დივერსიული თავდასხმების სერიის შემდეგ, ევროკავშირი განიხილავს GRU-ს (ГРУ) ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დამატებას.
თიბისი ტექსკოლა - ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია „GARNAMATAC”-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი - „მარგო და კირა“ შექმნა
საია - ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსება არ შეიძლება ავტომატურად შეფასდეს ოკუპანტი ძალის პროვოცირებად, იგი ემსახურებოდა მცოცავი ოკუპაციის შეკავებას
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)