|
2026-09-29 15:37:54, 247 ნახვა
ეკონომიკა
ერთი გაბედული ნაბიჯი ახალი შესაძლებლობებისკენ – გაიცანით ანასტასია, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი UWC პროგრამაში
ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა UWC-ის ინიციატივის ფარგლებში შექმნილი სასტიპენდიო პროგრამა მოსწავლეებისთვის. 2025 წლიდან საქართველოს ბანკი UWC-ის (United World Colleges) საერთაშორისო მოძრაობის მხარდამჭერია და ქართველ მოსწავლეებს მსოფლიოს 17 ქვეყანაში, 18 წამყვან სკოლასა და კოლეჯში სწავლის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამაზე განაცხადების მიღება 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული მოსწავლე ანასტასია ბაკურიაა, რომელიც დღეს სინგაპურში, UWC South East Asia-ში (UWCSEA) სწავლობს. პირველი ნაბიჯები დიდ მიზნებამდე UWC-ის შესახებ ანასტასიამ სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთ საზაფხულო პროექტში მეგობრისგან გაიგო. თავიდან ეს შესაძლებლობა იმდენად მიუწვდომელი ეჩვენებოდა, რომ განაცხადის შევსებაზე სერიოზულად არც კი უფიქრია. რამდენიმე თვის შემდეგ, როცა სოციალურ ქსელში აპლიკაციის გახსნის შესახებ ინფორმაცია კვლავ შეხვდა, გადაწყვიტა, ბედი ეცადა – რეალურად ხომ დასაკარგი არაფერი იყო! მას ისეთ გარემოში სწავლა სურდა, სადაც ყოველდღე შეხვდებოდა განსხვავებული კულტურისა და ხედვის მქონე ადამიანებს. “მინდოდა მეცხოვრა და მესწავლა საზოგადოებაში, სადაც განათლება მხოლოდ პირადი წარმატების მიღწევის საშუალება კი არა, არამედ საზოგადოების უკეთესობისკენ შეცვლის ინსტრუმენტიც იქნებოდა”, - გვიყვება ანასტასია. რატომ სინგაპური? UWC-ის სააპლიკაციო პროცესში მოსწავლეები კონკრეტულ სკოლას თავად ვერ ირჩევენ. ეროვნული კომიტეტი კანდიდატებს არსებული სტიპენდიების მიხედვით ანაწილებს, თუმცა ანასტასიას სასურველი სკოლების სიაში UWCSEA თავიდანვე პირველ სამეულში იყო. მისთვის აღნიშნულ სკოლას ორი მთავარი ფაქტორი გამოარჩევს:
მიღებული გამოცდილება და ახალი გაკვეთილები ანასტასია გვიყვება, რომ UWC-ის პროგრამამ მას დამოუკიდებლობა, პასუხისმგებლობა და ნამდვილი ლიდერობის არსი ასწავლა – ლიდერობა ხომ, პირველ რიგში, ადამიანების მოსმენა და მათი გაერთიანებაა. პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილებების შესახებ კი გვიყვება, რომ ის ახლა მართავს გლობალურ პროექტებს: გახდა Global Concerns-ის განათლებისა და ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელი და კოორდინაციას უწევს 11 საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობას; ეხმარება ბავშვებს: ხელმძღვანელობს MMC-ის ინიციატივას მუმბაიში მიგრანტების ბავშვების დასახმარებლად; ასწავლის სხვებს: მალაიზიაში მცხოვრებ ლტოლვილ მოსწავლეებს ონლაინ მათემატიკასა და ფიზიკას ასწავლიდა; ქმნის მშვიდობის პლატფორმას: 10 თვის განმავლობაში ამზადებდა Initiative for Peace-ის საერთაშორისო კონფერენციას ტიმორ-ლესტეში. “UWC-მ მაჩვენა, რომ შეუძლებლად მიჩნეულ მიზნებს ერთი გაბედული ნაბიჯი გვაშორებს”, - ამბობს ანასტასია. საქართველოში დაწყებული იდეა - EduCon ანასტასია ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას აქტიურად იყო ჩართული სოციალურ პროექტებში. UWC-ში მიღებულმა ცოდნამ და კონტაქტებმა კი მას თავდაჯერება შემატა, რომ მეგობრებთან ერთად დაფუძნებული საგანმანათლებლო ინიციატივა – EduCon – კიდევ უფრო გაეფართოებინა. EduCon-ის მიზანი საქართველოში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა უფასო კურსების, საერთაშორისო მენტორობისა და მოხალისე ტუტორების ქსელის მეშვეობით. რჩევა მათთვის, ვისაც UWC-ის პროგრამაში მონაწილეობა სურთ ანასტასია მათ, ვისაც UWC-ის პროგრამაში მონაწილეობა სურთ, ურჩევს:
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა UWC Georgia-სთან თანამშრომლობა 2025 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც უკვე გამოვლინდა 3 სტიპენდიატი. გაერთიანებული მსოფლიო სკოლები (UWC) წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო მოძრაობას ახალგაზრდებისთვის, რომლის მიზანია, განათლება გამოიყენოს როგორც ძალა სხვადასხვა ერისა და კულტურის დასაახლოებლად და ამ გზით შეუწყოს ხელი მშვიდობიანი და მდგრადი მომავლის შექმნას. UWC მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტის 18 საერთაშორისო სკოლასა და კოლეჯს აერთიანებს. პროგრამის ფარგლებში სწავლება მიმდინარეობს 17 სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის − კანადაში, აშშ–ში, ჩინეთში, იაპონიაში, ტაილანდში, გერმანიასა და იტალიაში. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს, კითხვების შემთხვევაში: georgia@uwcnc.org საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
ევროპაში დივერსიული თავდასხმების სერიის შემდეგ, ევროკავშირი განიხილავს GRU-ს (ГРУ) ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დამატებას.
თიბისი ტექსკოლა - ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია „GARNAMATAC”-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი - „მარგო და კირა“ შექმნა
საია - ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსება არ შეიძლება ავტომატურად შეფასდეს ოკუპანტი ძალის პროვოცირებად, იგი ემსახურებოდა მცოცავი ოკუპაციის შეკავებას
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)