|
2019-12-12 13:13:29, 1124 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე მელიაზე: პარლამენტარებს არ სურთ, რომ კრიმინალი კოლეგა ჰყავდეთ გვერდით
„დანაშაული ჩაიდინა პარლამენტის წევრმა და ბუნებრივია, პარლამენტარებს არ სურთ კრიმინალი კოლეგა ჰყავდეთ გვერდით“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერი დეპუტატის ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს. კობახიძის თქმით, მელიამ ჩაიდინა მძიმე დანაშაული და კონსტიტუციის მიხედვით დანაშაული ითვალისწინებს დეპუტატი უფლებამოსილების შეწყვეტას. "საკითხი არის ძალიან მარტივი, კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა საქართველოს პარლამენტის წევრმა და ბუნებრივია, პარლამენტარებს არ სურთ, რომ კრიმინალი კოლეგა ჰყავდეთ გვერდით. ჩაიდინა თუ არა ამ კაცმა დანაშაული? ჩაიდინა. ჩაიდინა თუ არა მძიმე დანაშაული? მძიმე დანაშაული ჩაიდინა. კონსტიტუცია და რეგლამენტი ითვალისწინებს თუ არა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას? ითვალისწინებს. და კიდევ, პარლამენტს აქვს მისაღები გადაწყვეტილება და პარლამენტი მიიღებს თავის გადაწყვეტილებას.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)