|
2019-12-12 12:58:21, 1051 ნახვა
პოლიტიკა
„ლელო“ ხელისუფლებას მათი წევრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ ხელსუფლებას მოუწოდებს, სასწრაფოდ გაათავისუფლონ მათი წევრები და უკანონოდ დაკავებული ადამიანები, რომლებიც პარლამენტთან, „ჩინჩალაძის კლანის“ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნის წინააღმდეგ გამოდიოდა. მოძრაობის ორი წევრის დაკავებასთან დაკავშირებით, „ლელო“ განცხადებას ავრცელებს. „პარლამენტთან მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის წინააღმდეგ მიმართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე, უკანონოდ დააკავეს საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” წევრები ირაკლი კუპრაძე და გიორგი ბუნტური. საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო” მიმართავს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაანთავისუფლონ “ლელოს” აქტივისტები და ყველა ის უკანონოდ დაკავებული ადამიანი, ვინც დღეს დილით პარლამენტთან ჩინჩალაძის კლანის უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაკანონების წინააღმდეგ გამოდიოდა. “ლელო” აპროტესტებს კლანური მმართველობის სამარცხვინოდ გაფორმებას პოლიციელებით გარშემორტყმულ პარლამენტში, “ლელო” აპროტესტებს მშვიდობიან მანიფესტაციებზე ადამიანების დაპატიმრებას და ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელის შეშლას. ეს უკვე გასცდა ყველა საზღვარს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას დროულად მოეგოს გონს და არ დაუშვას მდგომარეობის კიდევ უფრო ესკალაცია და დაძაბვა. აქვე ვპირდებით ყველას, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამ კლანს გავუშვებთ კანონის სრული დაცვით, მოვახდენთ სასამართლო სისტემის სრულ რეფორმირებას და სასამართლოს დავაკომპლექტებთ ღირსეული და პროფესიონალი მოსამართლეებით!“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)