22:23 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-12 10:47:09, 1029 ნახვა

პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ხმაურია - ოხანაშვილმა მანდატურის სამსახურს ბოკუჩავას სხდომათა დარბაზიდან გაყვანა დაავალა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ხმაურია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, დეპუტატებს სხდომის ჩატარების საშუალებას არ აძლევს და სხდომის ჩაშლას ითხოვს.

ანრი ოხანაშვილმა ბოკუჩავას გაფრთხილებით მიმართა, რომ თუ არ დამშვიდდება, მას კომიტეტის სხდომას დაატოვებინებენ.

ბოკუჩავა იურიდიული კომიტეტის სხდომის დატოვებაზე უარს აცხადებს.

კომიტეტის სხდომაზე ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ბოკუჩავამ „ქართული ოცნების“ წევრებს „მონები“ უწოდა.

„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არ მოხდეს უზენაესი სასამართლოს მონებით დაკომპლექტება. თქვენ ხართ მონები. მოვითხოთ, რომ გადაიდოს ეს სხდომა, იმისთვის რომ უზენაეს სასამართლოში არ გამწესდნენ მონები და არ წაართვან ჩვენ ქვეყანას სამართლიანი სასამართლოს უფლება. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი და ვიღაც გვრიტიშვილებმა არ უნდა გადაუწყვიტონ ჩვენ შვილებს ის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
მრგვალი ბაღის მიმდებარედ მომხდარი დაპირისპირების საქმეზე 7 პირი დააკავეს
ბაზისბანკი ლეჩხუმში "ქორენიშული ვერანდის" მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics