|
2019-12-09 00:00:21, 1859 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი - ჩვენთვის გერმანული მოდელი არის მიუღებელი, ვინაიდან არის ანტიკონსტიტუციური
ჩვენთვის გერმანული მოდელი არის მიუღებელი, ვინაიდან არის ანტიკონსტიტუციური, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ განაცხადა. "შეხვედრა ვერაფერი კონკრეტული შეთანხმებით, რაიმე არსებით საკითხზე ვერ შედგა. საუბარი იყო საკმაოდ გრძელი და დრო წაიღო იმაზე მსჯელობამ, რომ მედიატორების ჩართულობით მეორე მხარეს ავუხსენით, გერმანული მოდელი არის ანტიკონსტიტუციური და მიუღებელი. მეორე ნაწილი დისკუსიის ეხებოდა იმას, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა დააყენეს საკითხი, ხომ არ გვემსჯელა მხარეებს, რომ არსებული კონსტიტუციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ერთი ნახევარი იყოს არა ერთმანდატიანი მაჟორიტარული, არამედ მრავალმანდატიანი. ამასთან დაკავშირებით ვთქვით, რომ ვიმსჯელოთ და ოპოზიციამაც განაცხადა, რომ იმსჯელონ, მოსწონთ და აწყობთ თუ არა ეს მოდელი. მე ვფიქრობ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება იმაზე, რომ დღეს წამოჭრილი საკითხები განვიხილოთ. ვერავითარი კომპრომისი ვერ შედგებოდა, გერმანული მოდელი თავიდან განხილვას არ ექვემდებარება,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)