|
2019-12-07 13:56:08, 2271 ნახვა
პოლიტიკა
ნუგზარ წიკლაური ხანგოშვილის მკვლელობაზე: ხელისუფლების დუმილი რუსეთის წისქვილზე წყალს ასხამს
„ხელისუფლემა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით დუმს, რაც რუსეთის წისქვილზე წყალს ასხამს“,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საბჭოს წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა. ოპოზიციის წევრი ხელისუფლებას ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. "აღნიშნული ვითარება არის უნიკალური შესაძლებლობა საქართველოსათვის, რომ აქტიურად და პრინციპულად დაიცვას საქართველოს მოქალაქეები, დაიცვას ზელიმხან ხანგოშვილი და საქართველოს ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე. მიუხედავად ამ უნიკალური შანსისა, საქართველოს ხელისუფლება კვლავ დუმს და არავითარ განცხადებას, არავითარ ოფიციალურ პოზიციას არ აქვეყნებს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. ეს გარემოება ხელს უწყობს ერთადერთ ქვეყანას მთელ მსოფლიოში, ეს არის რუსეთის ფედერაცია, დუმილი ახლა წყალს ასხამს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის წისქვილზე," - განაცხადა წიკლაურმა. შეგახსენებთ, რომ ხანგოშვილი მიმდინარე წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. აღნიშნული ინფორმაციით, ხანგოშვილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)