|
2019-12-06 17:25:33, 1864 ნახვა
პოლიტიკა
სლოვენიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
სლოვენიის რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა საქართველოში (რეზიდენციით კიევი) ტომაჟ მენცინმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ხათუნა თოთლაძეს. ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა გაცნობითი შეხვედრა. ხათუნა თოთლაძემ ელჩს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სლოვენიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი თემები. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების რეგულარულად გამართვის მნიშვნელობაზე. ხაზი გაუსვეს ბიზნეს ფორუმის ჩატარებისა და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების აუცილებლობას. ხათუნა თოთლაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებში ფარგლებში საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციების მხარდაჭერისთვის, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში სლოვენიელი მონიტორის ხელახლა დანიშვნისთვის, სლოვენიის მთავრობის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანისთვის. თავის მხრივ, ტომაჟ მენცინმა დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერა. შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)