|
2019-12-05 15:12:56, 1353 ნახვა
პოლიტიკა
„შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრებმა შსს-სთან ე.წ. გაიშნიკის ჯოხები მიიტანეს
„მოძალადესთან ნუ გაიგივდები“, „სირცხვილია“,“დაგვიცავი - ნუ გაიწევი“, - ამ ლოზუნგებით სამოქალაქო მოძრაობების „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსს მართავენ. აქციის მონაწილეებს ადგილზე ზოლიანი ჯოხები აქვთ მიტანილი, რაც მათი განმარტებით, 90-იანი წლების „გაისთან“ ასოცირდება. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის თქმით, მთავარი მოთხოვნაა, რომ სამართალდამცველებმა მშვიდობიანი მოქალაქეები დაიცვან და ქვეყანაში ადრე მოქმედ „გაიშნიკებს“ არ დაემსგავსონ. „სამწუხაროდ, პოლიცია გადგა გვერდზე და აღარ იცავს დემონსტრანტებს, აღარ იცავს მათ კონსტიტუციურ უფლებას მშვიდობიანად შეიკრიბონ და გააპროტესტონ. ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია და თბილისში, მცხეთაში, ქუთაისში, ზუგდიდში ზუსტად შეგვიზლია ვთქვათ, რომ პოლიციამ არც ერთხელ არ მოახდინა რეაგირება. არც ერთი ადამიანი დაკავებული არ არის. მარტივად გაუკეთეს აგრესიულ ძალებს კორიდორი და მიუშვეს. ჩვენი თხოვა იქნება, მოვიდნენ გონს და ადამიანები, რომლებიც სიმშვიდესთან და უსაფრთხოებასთან უნდა ასოცირდებოდნენ, არ გახდნენ ამ ძველისძველ „გაისთან“ ასოცირებული“, - განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრმა გიგა მაქარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)