21:50 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-05 11:52:37, 1490 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე ხუნდაძის ინიციატივაზე: ფაფხურობს, ჰგონია ივანიშვილს ასიამოვნებს

„დიმიტრი ხუნდაძე რაღაცას ფაფხურობს. თვითონაც არ იცის ჯერ რა უნდა. ჰგონია, ივანიშვილს ასიამოვნებს“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას.

გოცირიძის თქმით, ამ ინიციატივის დარეგისტრირება თავხედობაა.

„დიმიტრი ხუნდაძე რაღაცას ფაფხურობს. თვითონაც არც იცის ჯერ რა უნდა. ჰგონია, რომ ივანიშვილს ასიამოვნებს. ივანიშვილს ჰგონია, რომ ოპოზიციას აშინებს და ეუბნება, რომ შეირგონ, რაცა აქვთ, 30 წლის განმავლობაში მოქმედი შერეული სისტემა, თორემ ამასაც წაართმევს და გადავა წმინდა მაჟორიტარულზე, ამ ფეოდალურ სისტემაზე. ამით ჰგონიათ, რომ ამ საპროტესტო მუხტს ჩააგდებენ და ვირაცას დააშინებენ. ვერ ხვდებიან, რომ პირიქით, უფრო აღიზიანებენ ხალხს. ეს არის თავხედობა, მეტი არაფერი, რასაც აკეთებენ ამ ინიციატივის დარეგისტრირების სახით“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 4 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა. მიზანი 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებაა. საინიციატივო ჯგუფი 10 დეპუტატისგან შედგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics