21:50 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-04 16:28:44, 1824 ნახვა

პოლიტიკა
ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანია რუსეთის ორ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, გერმანია ორ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს -ამის შესახებ, ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.
გერმანიის საგარეო უწყების ცნობით, გერმანიაში რუსეთის სელჩოს ორი წარმომადგენელი პერსონა ნონგრადატ გამოცხადა. 
გერმანიის საგარეო უწყების ცნობით, რუსეთის საელჩომ, არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და საჭირო ინფორმაცია არ მიაწოდა ქვეყნის პროკურატურას. 
ფედერალური პროკურატურა გაააგრძელებს აგვისტოში ბერლინში მოკლული ეთნიკური ჩეჩნის საქმის გამოძიებას, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ რუსეთის დაზვერვაა მკვლელობასთან დაკავშირებული.

40 წლის ხანგოშვილი რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლა ჩეჩნეთის ომში. ის ბერლინის პარკში, „კლაინერ ტირგარტენში“ ზურგიდან ტყვიის გასროლით მოკლა ველოსიპედისტმა 23 აგვისტოს.
მალევე ცხელ კვალზე დააკავეს ეჭვმიტანილი - რუსეთის მოქალაქე.

გერმანიის „შპიგელი“ იტყობინება, რომ ფედერალური პროკურატურის ოფისი ეჭვობს, რომ მკვლელობა რუსეთის სახელმწიფო ორგანოებმა შეუკვეთეს. გამოცემის თანახმად, ფედერალური პროკურატურა ემზადება მომავალ დღეებში საქმეში ჩასართავად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics