|
2019-12-03 13:45:14, 2311 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური მცხეთაში მომხდარ დაპირისპირებაზე: გუშინ, ადეკვატური რეაგირება ჰქონდა პოლიციას, საქმე აღიძრა
„იქ ვინც იყო ყველას იდენტიფიცირება ხდებოდა, ვინც აგრესიით გამოირჩეოდა, მოხდა მათი გადაყვანა“, - ასე გამოეხმაურა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური გუშინ, მცხეთაში განვითარებულ მოვლენებს. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პოლიციას ჰქონდა ადეკვატური რეაგირება. „გუშინ მოხდა 7 ადამიანის დაკავება. როგორც მახსოვს, აქედან 3 იყო „ქართული ოცნების“ მომხრე, 4 კი აქტივისტი და ყველა გავუშვით ხელწერილებით, რომ არ მომხდარიყო მერე ეს დააკავეთ, ის დააკავეთ, რაც ხშირად ხდება. იქ ვინც იყო ყველას იდენტიფიცირება ხდებოდა, ვინც აგრესიით გამოირჩეოდა მოხდა მათი გადაყვანა. მე ვიტყოდი, ადეკვატური რეაგირება ჰქონდა პოლიციას, საქმე აღიძრა. რა თქმა უნდა, პოლიციასთან იყო შეხლა-შემოხლა. სამწუხაროდ, მოვუწოდეთ ჩაბრძანებულიყვნენ, ქვემოთ გაწეულიყვნენ ეს ადამიანები, თუმცა ამ ადამიანებმა უარი განაცხადეს. დაპირისპირება მოხდა ორ ჯგუფს შორის“, - განაცხადა შს მინისტრმა. შეგახსენებთ, გუშინ მცხეთაში, მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან ერთმანეთს მოძრაობა „გაბედეს“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)