|
2019-12-03 12:34:58, 1498 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს პრევენციული ზომები ძალადობის გამომწვევი აქტივობების აღსაკვეთად
„სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს პრევენციული ზომები და აღკვეთოს ორივე მიმართულებით აქტივობები, რომელმაც შეიძლება ძალადობა გამოიწვიოს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მომავალში პროვოკაციული ჯგუფების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები. „გუშინ რაც ვნახეთ, უკვე რეალურად ნათელია საზოგადოებისთვის რა იწვევს და რამ გამოიწვია ამ პროცესების განვითარება. ამიტომ, მე თუ მკითხავთ, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს პრევენციული ზომები და აღკვეთოს ორივე მიმართულებით აქტივობები, რომელმაც შეიძლება ძალადობა გამოიწვიოს. მომავალში იმ ჯგუფების მიმართ ვინც პროვოცირებას აკეთებენ ამ ტიპის ძალადობის და ამ ტიპის ესკალაციის გამოყენებული იყოს კანონით გათვალისწინებული ზომები და წინასწარ აღიკვეთოს ასეთი სარისკო მოქმედებები. მე ვთხოვ მათ, რომ მანიფესტაციის და პროტესტის მშვიდობიანი ფორმები აირჩიონ. არ აირჩიონ აგრესიული ფორმები და არ წავიდნენ პროვოკაციაზე“, - განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, მცხეთის მერიასთან და, მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ ოფისთან სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებს და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც რამდენიმე მათგანი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)