|
2019-12-02 16:13:47, 1762 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: მელია კრიმინალია - პოლიტიკური ანგარიშსწორების შემთხვევაში, სანქცია შეიძლება, უფრო მკაცრიც ყოფილიყო
„მელიასადმი დაკისრებული სანქცია რის საკმაოდ რბილი, საუბარია მხოლოდ ჯარიმაზე და თანამდებობის ჩამორთმევაზე“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქალაქო სასამართლოს მიერ ნიკა მელიას მიმართ გამოტანილ განაჩენს. მისი თქმით, პოლიტიკური ანგარიშსწორების შემთხვევაში, სანქცია შესაძლოა უფრო მკაცრი ყოფილიყო. „ყველამ დიდი ხანია იცის, რომ ნიკანორ მელია არის კრიმინალი, მას აქვს ჩადენილი კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულები და ამ დანაშაულზე მიეცა ის პასუხისგებაში. როგორც ხედავთ, აქ რომ იყოს რაიმე პოლიტიკურ ანგარიშწორებაზე საუბარი, შეიძლება უფრო მკაცრიც ყოფილიყო ეს სანქცია. სანქცია არის საკმაოდ რბილი, საუბარია ჯარიმაზე და თანამდებობის ჩამორთმევაზე. შესაბამისად ეს არის იმის დასტური, რომ არანაირ პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან არ გვაქვს საქმე. ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული, ის მონაწილეობდა ადეიშვილთან ერთად „ქართუ ბანკის“ გაკოტრებაში და აქ სანქციის ადეკვატურობაზე ლაპარაკიც ზედმეტია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)