21:41 - 11 Nov, 2026
|
2019-12-02 15:26:21, 1929 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან მოძრაობა „გაბედეს“ რამდენიმე წევრი დააკავეს
მცხეთაში, დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, მოძრაობა „გაბედეს“ რამდენიმე წევრი, მათ შორის ბექა ნათელაშვილი დააკავეს. დაპირისპირება „გაბედეს“ წევრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა და ადგილობრივებმა მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. ფიზიკური შეხლა-შემოხლის შედეგად, დაშავებულია „გაბედეს“ რამდენიმე წევრი. „ადგილობრივი მოსახლეობა და გამგეობის წევრები უმიზეზოდ გვირტყამდნენ. რუპორი მეჭირა და მშვიდობიანად ვაპროტესტებდი. პასუხი ვერ გაგვცეს, რატომ გვირტყამდნენ. ჩვენი აქტივისტები დააკავეს“, - ამის შესახებ ერთ-ერთმა დაშავებულმა, ცოტნე ვადაჭკორიამ ჟურნალისტებს განუცხადა. დაპირისპირება ამ წუთებშიც მიმდინარებს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)