20:36 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-01 10:41:57, 2562 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: ყველა წინა არჩევნები, რომელიც ჩატარდა უსამართლო და უკანონო იყო თუ არა?!

„ერთხელ ამ ოპოზიციამ და უმრავლესობის ნაწილმა უარი თქვა პროპორციული არჩევნები ჩატარებულიყო ერთი ვადის შემდეგ, იმის წინა ჯერზეც უარი თქვეს ზუსტად იმ მიზეზით, რომ ერთის იქეთ არ გვაწყობს ახლავე გვინდაო. ორჯერ ამის გამო ჩავარდა პროპორციული არჩევნების რეფორმა. მაშინ რომ დათანხმებულიყვნენ, დღეს, 2020 წელს უკვე გვექნებოდა პროპორციული არჩევნები",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ოპოზიციის ტონი დღესაც იგივეა: "ამბობენ, რომ არ გვინდა ერთი არჩევნების შემდეგ - ან ახლავე ან არასოდეს. ეს არ არის სწორი მიდგომა. ეს რეფორმა პოლიტიკოსებმა ორჯერ ჩააგდეს იმიტომ, რომ არ უნდოდათ ერთი არჩევნები დაეცადათ. დღესაც ვართ იგივე რიტორიკაში - ან ახლავე ან არასოდეს. მინდა ვიკითხო და ეს კითხვა დავუსვა ჩვენს ოპონენტებსაც: ყველა წინა არჩევნები, რომელიც საქართველოში ჩატარდა საქართველოსი, მათი ხელისუფლების დროსაც, ჩატარდა შერეული წესით. ეს უსამართლო და უკანონო იყო თუ არა?!",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics