21:33 - 11 Nov, 2026
|
2019-11-30 16:48:14, 2936 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩი: ჩვენ არ გვქონდა მოლოდინი, რომ შეხვედრაზე საბოლოო შედეგი გამოჩნდებოდა
„ჩვენ არ გვქონდა მოლოდინი, რომ შეხვედრაზე საბოლოო შედეგი გამოჩნდებოდა. ეს არ იქნებოდა რეალისტური“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ჰარცელის თქმით, ის მოხარულია, რომ შედგა საბოლოო დისკუსია და გაიღო კარი სამომავლო დისკუსიებისთვის. „ევროკავშირს სურდა, დაწყებულიყო სერიოზული დიალოგი და ვყოფილიყავით შუამავალი იმ ნდობის აღსადგენად, რომელიც ორი კვირაა პოლარიზებულია. მოხარული ვარ, რომ ეს ხანგრძლივი დისკუსია შედგა. ჩვენ არ გვქონდა მოლოდინი, რომ შეხვედრაზე საბოლოო შედეგი გამოჩნდებოდა, ეს არ იქნებოდა რეალისტური. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ გვეკვლია შესაძლებლობები და გაგვეღო კარი სამომავლო დისკუსიებისთვის“. - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)