|
2019-11-29 17:40:35, 1469 ნახვა
პოლიტიკა
„შემოთავაზებული მოდელი გამოსავალია“ - ბესელია საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას თქმით, ხელისუფლების სურვილის არსებობის შემთხვევაში საარჩევნო სისტემის ცვლილება შესაძლებელია, როგორც გერმანული მოდელით, ასევე ჩაგდებული პროექტის ხელახალი ინიცირებით. განცხადება ეკა ბესელიამ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაანონსებულ შეხვედრასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც ხვალ დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით გაიმართება. „ქვეყანაში, რომ უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა ყველანი ვთანხმდებით- მოდელი, რომელიც არის შემოთავაზებული არის გამოსავალი, რომელსაც არ სჭირდება კონსტიტუციური ცვლილება, თუმცა ხელისუფლებას თუ სურვილი აქვს, მოსწრებადია კონსტიტუციის შეცვლის გზითაც, ხელახლა ინიცირება იმ პროექტის“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. შეგახსენებთ, რომ 30-მდე ოპოიციური პარტია („ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“, „გამარჯვებული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“ „გირჩი“ და ა.შ.) ხელისუფლებას საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების ახალ მოდელს სთავაზობს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)