|
2019-11-29 15:23:43, 1251 ნახვა
პოლიტიკა
„შესაძლოა, გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება მოხდეს“ - კალაძე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრაზე
„შეხვედრა მისასალმებელია, როგორც ხელისუფლების მხრიდან, ასევე ოპოზიციის იმ წარმომადგენლების მხრიდანაც, რომლებიც გარკვეულ კრიტიას გამოხატავენ და აქციებს აწყობენ“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, ხვალ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს შეხვდება. კალაძის თქმით, კონსტიტუციის ცვლილების გარეშე „გერმანულ მოდელზე“ გადასვლა შეუძლებელია და შეხვედრაზე, შესაძლოა რაღაც საკითხებე შეთანხმება მოხდეს. „მე კონსტიტუციონალისტი არ ვარ და გამიჭირდება სიღრმეებში შევიდე, თუმცა, რასაც ვისმენდი იყო ის, რომ კონსტიტუციის ცვლილების გარეშე შეუძლებელია „გერმანულ მოდელზე“ გადასვლა. ალბათ, ხვალ ამაზე იქნება მსჯელობა, იქნება ახსნა-განმარტებები. თუმცა დეტალები არ ვიცი. შეიძლება მოხდეს შეთანხმება რაღაც საკითხებზე, თუმცა ის რომ შეხვედრა ხდება ეს არის მისასალმებელი, როგორც ხელისუფლების მხრიდან, ასევე ოპოზიციის იმ წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც გარკვეულ კრიტიას გამოხატავენ და აქციებს აწყობენ”,- განაცხადა კალაძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენია მას აქციების პარალელურ რეჟიმში მუშაობა, კალაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური პროცესები უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში. „პოლიტიკის კეთება უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში. ხელისუფლება, მთავრობა, ადგილობრივი ხელისუფლება - არ ვჩერდებით, ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის საჭირბოროტო და მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებისთვის პროექტებს და ეს არ უნდა შეჩერდეს, პირიქით, უნდა გავაძლიეროთ მუშაობა. ბევრია პრობლემა, ბევრია გამოწვევა. რადგან მე დედაქალაქის მერი ვარ, ამ შემთხვევაში ვისაუბრებ თბილისზე - ყველაფერს გავაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ ღირსეულად გადავლახოთ ის გამოწვევები, რომლებიც აწუხებს თბილისს”, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)