|
2019-11-28 16:14:55, 1379 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია ვაჟა სირაძეს: გვარს ასე ამართლებდე, არ წამომიდგენია [ვიდეო]
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიასა და პოლიციის უფროს ვაჟა სირაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მელიამ საპატრულოს უფროსს მოუწოდა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დავალებები არ შეასრულოს და შემდეგი სიტყვებით მიმართა: „გვარს ასე ამართლებდე, არ წარმომიდგენია“. აღნიშნულს ვაჟა სირაძის გაღიზიანება მოჰყვა. მან დეპუტატებს კორექტულობისკენ მოუწოდა. საპასუხოდ მელიამ სირაძეს „სისხლის სამართლის დამნაშავე“ უწოდა. „ეს პოლიციელები, ახლა რომ გყავთ მუხთალის რომ თავზე ტომარა ჩამოაცვით ნიაღვრის ქუჩაზე და რომ გაიტაცეთ მაშინ გყოლოდათ და მაშინ დაგეცვათ. რა წესრიგი დავიცვათ, კაი რა, გვარს ესე ამართლებდე არ წარმომიდგენია. თქვენ ხართ ის პოლიციის უფროსი, რომელმაც არ იცოდა ხალხი მინუს გრადუსში, ყინვაში როგორ დაშალეს. თქვენ ხართ ის პოლიციელი, რომელიც ემსახურება ერთადერთ ადამიანს. თქვენ ხართ კონკრეტული სისხლის სამართლის დამნაშავე, როდესაც დეპუტატი გამოაგდეთ ძალმომრეობით პარლამენტის შენობიდან“, - მიმართა მელიამ საპატრულო პოლიციის უფროსს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)