|
2019-11-28 10:39:42, 1155 ნახვა
პოლიტიკა
ვაჟა სირაძე: უსაფრთხოების მიზნით დავაყენეთ რკინის კონსტრუქციები, დასრულდება თუ არა აქცია, მოვხსნით
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან რკინის ჯებიები უსაფრთხოების მიზნით დადგა. მისი განმარტებით, რკინის კონსტრუქციებს საპროტესტო აქციების დასრულებისთანავე აიღებენ. როგორც ვაჟა სირაძემ აღნიშნა, ჭიჭინაძის ქუჩა თავისუფალია და მოქალაქეებს სწორედ ამ გზით შეუძლიათ გადაადგილება. "ეს გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო იმის გამო, რომ თავიდან აერიდებინათ ყველა შესაძლო ინციდენტი. პოლიციური ძალები განლაგებულნი არიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვინაიდან როგორც ოპოზიციურმა ძალებმა განაცხადეს, კვლავ აპირებდნენ პარლამენტის შენობის ბლოკირებას. დასრულდება თუ არა აქცია, შესაბამისად მოვხსნით ბარიკადებს. ჭიჭინაძის ქუჩიდან არის თავისუფალი ასასვლელი და შეუძლია სწორედ ამ გზით ისარგებლოს ნებისმიერმა მოქალაქემ. უსაფრთხოების მიზნით გადავწყვიტეთ დაგვეყენებინა რკინის კონსტრუქციები. ჩვენ ვმოქმედებთ ადეკვატურად," - აღნიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)