|
2019-11-27 23:39:56, 1914 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: ამერიკული ფულით დაფინანსებული NGO-ები ამერიკის წინააღმდეგ მოქმედებენ - არ გამოვრიცხავ კონგრესს ან სენატს მივმართო
„არ გამოვრიცხავ, რომ თუკი რაღაც დროში ვერ მოხერხდა ამაზე რეაქციის მიღება, რომ ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები, ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ - საჯაროდ, ღია წერილით მივმართო კონგრესს ან სენატს, ან ორივეს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ზოგიერთი ორგანიზაციის საქმიანობით ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები ზარალდება. „გვაქვს პატარა გეგმები ამ მიმართულებით, რომ დავარწმუნოთ და კარგად ვაჩვენოთ ეს ვაშინგტონს, თუ რა ხდება აქ. თუ არ გამოვიდა ამ ხერხით, მე არ გამოვრიცხავ რომ საჯაროდ მივმართო ღია წერილით კონგრესს თუ გნებავთ, თუ გნებავთ სენატს და თუ გნებავთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას. საჯაროდ ავუხსნა რა ხდება აქ. როგორ ხდება ის, რომ ამერიკის ინტერესებს, ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები - ნურავის ნუ ექნება ეიფორია და არც მე დავიბრალებ რომ ამერიკაზე ზრუნვით მისკდება თავი მაინც და მაინც. ამერიკა ზე-სახელმწიფოა და უჩემოდაც ძალიან კარგად ართმევს თავს თავის განვითარებას, რა თქმა უნდა, საქართველოა ჩვენთვის საფუძველი, რომ საქართველო და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები ზარალდება ამ შემთხვევაში. მაგრამ მე კონკრეტულად მივწერ. აღარ ვიტყვი, რომ საქართველო ზარალდება ან საქართველოს და ამერიკის ურთიერთობები ზარალდება მათი ქცევით, - არა, პირდაპირ, ამერიკის ინტერესები, ამერიკის სახელმწიფოს ინტერესებს აზარალებენ ცალკეული ჩინოვნიკები, როდესაც ამერიკული ორგანიზაციების, ამერიკელი ამომრჩევლის მიერ დაფინანსებული ფულით, აბსოლუტურად ამერიკის სახელმწიფოს საპირისპირო პოლიტიკას ატარებენ. საპირისპიროა, რა თქმა უნდა. ყველასთვის გასაგებია დღეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი არ ადარდებს ამერიკის სახელმწიფოს. ამერიკის სახელმწიფოს სტრატეგია არის პატარა პარტნიორი, მაგრამ გულწრფელი. ჩვენი გუნდი განუხრელად იცავს ამერიკულ ინტერესებს და ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანენ რომ „ქართული ოცნების“ ვიღაც წევრი ამის საწინააღმდეგო რამეს აკეთებს. შეიძლება პატარა, პატარა მნიშვნელობის, მაგრამ ჩვენ განუხრელად და გულწრფელად ვიცავთ და ვატარებთ ამერიკულ ინტერესებს. ამ ფონზე, ამერიკის სახელმწიფოს საპირისპიროს აკეთებენ ეს ენ-ჯე-ო-ები, რომელიც კარგად გაგებულია და მსგავსი კვლევები. მე არ გამოვრიცხავ, რომ თუკი რაღაც დროში ვერ მოხერხდა ამაზე რეაქციის მიღება, რომ ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები, ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ - მე არ გამოვრიცხავ რომ საჯაროდ, ღია წერილით მივმართო კონგრესს ან სენატს, ან ორივეს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ ასეთი სამწუხარო რეალობაა დღეს საქართველოში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)