|
2019-11-27 20:54:06, 1974 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: მჯერა, საქართველო წარმატებით გაუძღვება თავმჯდომარეობას
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას ეხმაურება და აცხადებს რომ მისი მოლოდინით საქართველო ამ მნიშვნელოვან მისიას წარმატებით წარუძღევა. გენერალურმა მდივანმა ასევე პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მიერ წარმოდგენილი თავმჯდომარეობის პრიორიტეტები: „დღეს ნამდვილად დიდი დღეა როგორც საქართველოსთვის ასევე ევროპის საბჭოსთვის. წლევანდელი წელი საიუბილეოა როგორც ორგანიზაციისთვის ასევე თქვენი ქვეყნისთვის, მოგეხსენებათ წელს ევროპის საბჭოს 70 წელი უსრულდება ხოლო საქართველო ევროპის საბჭოში 20 წლის წინ გაწევრიანდა. მივესალმები ევროპის საბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობას და ვფიქრობ ეს შესანიშნავი საშუალებაა რათა საქართველომ შეძლოს წარმოაჩინოს თავის მდიდარი კულტურა, ასევე საერთაშორისო არენაზე იყოს აქტიური მოთამაშე. მომავალი ექვსი თვის განმავლობაში საქართველო შეძლებს ორგანიზაციის ყველა 47 წევრის ქვეყნის მოქალაქეების სასარგებლოდ იმუშაოს. მადლიერებას გამოვთქვამ საქართველოს კონტრიბუციისთვის რაც გამოიხატება ქვეყნის მიერ შერჩეული ოთხ მიმართულებაში. მე გამოვყოფდი ორ, ჩვენთვის განსაკუთრებულ მიმართულებას: პირველად ორგანიზაციის ისტორიაში შერჩეულია ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულება როგორიცაა ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა. მოგეხსენებათ, აღნიშნული თემა ძალზედ მნიშვნელოვანია და ეს მნიშვნელობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. მეორე საკვანძო თემა - ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულებაა. აუცილებელია ჩვენ შევძლოთ ბავშვთა დაცვა, იმ სიტუაციაში როდესაც მათ მართლმსაჯულებასთან აქვთ შეხება. მე მჯერა, რომ დღეიდან საქართველო წარმატებულად გაუძღვება თავმჯდომარეობას, რაშიც რამდენიმე კვირის წინ საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს დავრწმუნდი, როდესაც იქ გამართული შეხვედრების დროს ბატონმა ზალკალიანმა, ასევე საქართველოს პრემიერ მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდენტმა დამაჯერეს, რომ საქართველო მზად არის გადაიბაროს ეს მნიშვნელოვანი თავმჯდომარეობა“, - განაცხადა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩიმ საქართველოს საგარეო სამქეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რა დროსაც ორ შეთანხმებას მოეწერა ხელი.
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)