|
2019-11-27 10:53:39, 1272 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრი შვედეთის სამეფოს იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრის მოადგილეს, სახელმწიფო მდივანს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური შვედეთის სამეფოს იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრის მოადგილეს, სახელმწიფო მდივანს ლარს ვესტბრატს შეხვდა. ვახტანგ გომელაურმა სახელმწიფო მდივანს მადლობა გადაუხადა შვედეთის სამეფოს მთავრობის მიერ საქართველოს მტკიცე და უწყვეტი მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე მხარეებმა შვედეთის სამეფოსთან სამართალდაცვით სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობა განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე, ამ კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მისი წარმატებით განხორციელებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და დაიგეგმოს ერთობლივი ღონისძიებები არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის კუთხით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)