|
2019-11-26 12:44:15, 1835 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ წევრები „კმარას“ მეთოდებით არეულობის შექმნას ცდილობენ
„ცუდი საყურებელია „კმარას“ გაცვეთილი მეთოდებით როგორ მოქმედებენ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები და მათი ლიდერები და როგორ ცდილობენ, რომ შექმნან ქაოსი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ბიუროს სხდომის დაწყებამდე განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ პარლამენტის ფუნქციონირება შეწყდეს. „სახელმწიფო ვერ დაუშვებს იმას, რომ პარლამენტის ფუნქციონირება შეწყდეს. პარლამენტმა უნდა გააგრძელოს მუშაობა. ამის დაშვების უფლება არ აქვს, და ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, რომ ეს არ მოხდეს და ამ ვალდებულების ფარგლებში მიოქმედებს პოლიცია. ეს ყველაფერი ქმნის უხერხულობას, მაგრამ კიდევ უფრო უხერხული და ცუდი საყურებელია „კმარას“ გაცვეთილი მეთოდებით როგორ მოქმედებენ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები და მათი ლიდერები და როგორ ცდილობენ, რომ შექმნან ქაოსი. მათ ვინაიდან შეხედეს, რომ არიან გრანდიოზულად დამარცხებული მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში გადაწყვითეს კონკრეტული რაღაც მიზეზით პროტესტი გადაიტანონ ქუჩაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, გამთენიისას პარლამენტის შესასვლელებთან განლაგებული აქციის მონაწილეები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებდნენ, ტერიტორიიდან სპეცრაზმის გამოყენებით გაიყვანეს. აქციის დაშლის დროს სამართალდამცველებმა 28 პირი დააკავეს. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)