21:17 - 11 Nov, 2026
|
2019-11-26 11:17:05, 1272 ნახვა
პოლიტიკა
აქციის მონაწილეებმა უმრავლესობის დეპუტატ თემურ ჭკუასელს პარლამენტში შესვლის საშუალება არ მისცეს
ცოტა ხნის წინ პარლამენტში მივიდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი თეიმურაზ ჭკუასელი, რომლის გამოჩენას საკანონმდებლო ორგანოსთან ხმაური მოჰყვა. დეპუტატს პარლამენტის შენობაში შესვლა სურდა, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლებმა და აქციის მონაწილეებმა ამის საშუალება არ მისცეს. დეპუტატმა საპატრულო პოლიციის დახმარებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა. „ძალადობა არ მომწონს არსად, სამსახურში მივდივარ. ესეც ძალადობაა. დაავადებული ვარ გულის ოპერაცია ახალი გაკეთებული მაქვს და ამ სიტუაციაში უკვე ცუდად ვხდები“, - განაცხადა ჭკუასელმა. ცნობისთვის, თემურ ჭკუასელი უმრავლესობის ის დეპუტატია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარია. ის ანსამბლ "ქართული ხმების" დამფუძნებელი და სოლისტია.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)