|
2019-11-26 07:35:52, 1311 ნახვა
პოლიტიკა
აქციის დაშლისას 10-მდე ადამიანი მათ შორის აკო მინაშვილი დააკავეს
პარლამენტის შესასვლელებთან, სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ აქციის დაშლის დროს 10-მდე პირი დააკავეს. დაკავებულებს შორისაა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი აკაკი მინაშვილი და გია თევდორაძე. პარლამენტის შესასვლელებთან სპეცრაზმა წყლის ჭავლის გამოყენებით აქციის მონაწილეები დაშალეს.. დასაშლელად აქციის მონაწილეებს სამართალდამცავებმა რამდენიმე წუთი მისცეს, თუმცა ისინი არ დაშლილან. ულტიმატუმის შემდეგ აქციის მონაწილეები ტროტუარებზე გადავიდნენ. დემონსტრანტები რობოკოპებს ხელებაწეულები დახვდნენ. ისინი საქართველოს ჰიმნს მღერიან და სკანდირებენ "სირცხვილია" მათ აანთეს სანთლებიც. ამის შემდეგ პარლამენტის ყველა შესასვლელი სპეცრაზმა გაათავისუფლა და აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე ჩამოწია, გამოყენებული იქნა სპეციალური ტექნიკაც, კერძოდ წყლის ჭავლის მანქანა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)