|
2019-11-25 22:08:51, 1224 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე აქციის მონაწილეებზე: თუ დაარღვევენ კანონს, სახელმწიფო ადეკვატურად იმოქმედებს
„თუ დაარღვევენ კანონს ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ პროტესტს, სახელმწიფო იმოქმედებს ადეკვატურად“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას. მდინარაძის თქმით, სამართალდამცავი ორგანო ვალდებულია არ დაუშვას პარლამენტის ბლოკირება. „თუ დაარღვევენ კანონს ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ პროტესტს, სახელმწიფო იმოქმედებს ადეკვატურად. ჩვენ წინა შემთხვევაშიც მოვუწოდეთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ იმოქმედონ მაქსიმალური სიფრთხილით, რომ ადამიანების ჯანმრთელობას, გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად გავუფრთხილდეთ, ეს არის ჩვენი ვალი და ჰუმანურობის პრინციპიდან უნდა გამოვიდეთ. მეორე მხრივ, სამართალდამცავი ორგანო ვალდებულია, არ დაუშვას სახელმწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება. სამართალდამცავი ორგანოები კანონის შესაბამისად მოქმედებენ და საქართველოს პარლამენტს და მის წევრებს მუშაობის საშუალება უნდა მიეცეთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)