|
2019-11-25 19:25:26, 1269 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობა გამართეს
ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მხარდამჭერებმა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით საპროტესტო აქცია-მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა კვლავ ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარებაა. ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ პარლამენტი პიკეტირებას დღესაც გეგმავენ, რათა ხვალიდენლი პლენარული სხდომა ვერ ჩატარდეს. აქციაში ასობით მოქალაქე მონაწილეობს. აქციის გამო საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ამასთან, ოპოზიციური პარტიების ლიდერემიბი პოლიციას რუსთაველის გამზირის გადაკეტვას სთხოვენ, თუმცა სამართალდამცველები აცხადებენ, რომ სანამ ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იქნება, ამის გზის გადაკეტვის უფლებას ვერ მისცემენ. არსებული ვითარების გამო, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)