|
2019-11-25 15:55:11, 1311 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის ახალი ვიცე-სპიკერების და კომიტეტების თავმჯდომარეების ვინაობა ცნობილია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე ვაკანტურ საპარლამენტო თანამდებობებზე დასანიშნი პირები დაასახელა. პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობას გიორგი ვოლსკი დაიკავებს. ვიცე-სპიკერები კი მამუკა მდინარაძე, გიორგი კახიანი და კახა კუჭავა იქნებიან. რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარეებს, საგარეო საქმეთა კომიტეტს ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ დავით სონღულაშვილი დაინიშნა, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კი, ნინო წილოსანი იქნება. ამასთანავე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის მოადგილის თანამდებობიდან, კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაწინაურდება გენადი მარგველაშვილი. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ კი, გურამ მაჭარაშვილი დაინიშნება.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)