|
2019-11-25 12:16:22, 1286 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ეს არის მათთვის დასასრულის დასაწყისი
„ეს არის მათთვის დასასრულის დასაწყისი. ჩვენ, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ვაიძულებთ მათ, რომ გაუწიონ ანგარიში ხალხს - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძემ თბილისი მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხად განაცხადა. "კომოს ტბიდან ჩამოსული კახი ძალიან გულმოწყალეა, დიდი მადლობა გულმოწყალებისთვის, მაგრამ გულმოწყალება არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება საარჩევნო კოდექსი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან საარჩევნო სისტემას, სადაც თითოეულმა ადამიანმა იცის, რომ ვისაც აძლევს ხმას, პროპორციულად იქნება პარლამენტში წარმოდგენილი. რას გვთავაზობს ახლა კალაძე?! იცით რაა, ბიჭებო დაწყნარდით, ადგილებს გამოგითავისუფლებთ. კარგად იყავი, დასთანხმდი იმას, რაც ჩვენ შემოგთავაზეთ. პერსონალურად, კალაძეა ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი. ის პირადად "აკაჩავებდა" დეპუტატებს იმისთვის, რომ მათ არ მიეცათ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის ხმა. ახლა ჩამოვიდა კომოს ტბიდან და დაგვცინის და გვეუბნება, რაღაც ოლქებს დაგითმობთო... შენი დათმობილი არაფერი არ გვჭირდება კახი და ჩართე იტალიური არხები და ნახავ, რომ ჩვენ მიერ წამოწყებულ მშვიდობიან პროცესებზე საუბრობს მთელი მსოფლიო და იმას, რასაც შენ აკეთებ, დაგცინის მათ შორის, იტალიაც," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. "ქართული ოცნება" პროპორციული არჩევნების შესახებ პლებისციტის ინიციატივით გამოდის, პარტიის გენარალური მდივანის კახი კალაძის თქმით, "პროპორციული არჩევნების თემა დახურულია, 2020 წელს შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა" პარტიის გენერალურმა მდივანმა ბრიფინგზე თქვა, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)