|
2019-11-24 20:46:43, 1658 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიცია დღეს ფართომაშტაბიან აქციას და პიკეტირებას გამართავს
ოპოზიციური სპექტრი ლეიბორისტული პარტიის ოფისში სამოქმედო გეგმაზე მსჯელობდა. ოპოზიციის ლიდერების თქმით, ფართომასშტაბიანი აქციის მიზანია, აიძულოს ხელისუფლება წავიდეს დათმობებზე. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს,რომ მაშინ, როცა ხალხი ქუჩაში გამოდის და ითხოვს სამართლიან არჩევნებს ფაქტობრივად ითხოვს ხელისუფლების ცვლილებას. შეკრებას ოპოზიცია დღეს, რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყებს და მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებს. გამოსვლების შემდეგ, პარლამენტის შესასვლელებთან ისევ პიკეტი მოეწყობა. "ნაციონალურ მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციის ლიდერები 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან. "ოპოზიციური პარტიები 19:00 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ჩატარდება აქცია, შემდეგ იწყება პარლამენტის შენობის პიკეტირება, რათა ივანიშვილის დეპუტატებს არ მიეცეთ შესაძლებლობა დილით მივიდნენ და სხდომა ჩაატარონ. მე ვფიქრობ, ეს პროცესი იქნება განგრძობადი მანამდე, სანამ ივანიშვილი დათმობაზე არ წამოვა. ივანიშვილი, რომელიც ჩემი აზრით, არის პოლიტიკურად გაბანკროტებული," - განაცხადა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)