|
2019-11-23 10:43:44, 2697 ნახვა
პოლიტიკა
ელჩი კორტნი - დასავლეთში არსებობს შეშფოთება, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით
ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი, ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები დასავლეთში შეშფოთებას იწვევს. - ამის შესახებ კორტნიმ "ამერიკის ხმასთან" საუბარში ვაშინგტონში განაცხადა. ”დასავლეთში არსებობს შეშფოთება, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით, კერძოდ - დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამო 20-21 ივნისს, მათ შორის - რეზინის ტყვიების გამოყენება. ასევე, რამდენიმე დღის წინ ძალადობაზე და წყლის ჭავლის გამოყენებაზე. ეს არ მოდის შესაბამისობაში იმასთან, რასაც ადამიანები დასავლეთში მოელიან საქართველოსგან. ისინი ფიქრობდნენ, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება ამ ეტაპს გასცდა. დასავლეთში არსებობს კითხვები და შეშფოთება. ასევე არსებობს რწმენა, რომ საქართველო არის დემოკრატიულ გზაზე, თუმცა ისინი განიხილავენ ამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, როგორც უკუსვლას. დასავლეთში ამ მოვლენებს აღიქვამენ, როგორც ნიშანს, რომ ხალხსა და მთავრობას შორის უფსკრული გაღრმავდა. შესაძლოა მთავრობა ვერ ხედავს, თუ როგორი ფართოა ეს სიცარიელე ხალხისა და მთავრობის მოლოდინებს შორის“, - განაცხადა კორტნიმ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)