|
2019-11-22 14:51:30, 2402 ნახვა
პოლიტიკა
„დაბოქლომების შიში“ - წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარის, გოგა გულორდავას ბიუროს კარს სახელური მოხსნეს
ქვეყნის მასშტაბით დაწყებული „ბოქლომების ომის“ შემდეგ, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატის, გოგა გულორდავას ბიუროს კარს სახელური მოხსნეს. ფაქტის ამსახველ ფოტოებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრეცლებს. „წალენჯიხის მაჟორიტარ გულორდავას ბიურო გუშინ და დღეს. სახელური მოხსნეს დაბოქლომების შიშით“, - წერს უგულავა. შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა „ბოქლომების ომი“ 18 ნოემბერს, პარლამენტის პიკეტირებით დაიწყეს. ამის შემდეგ ბოქლომები დაადეს მთავრობის ადმინისტრაციის, საქალაქო სასამართლოსა და პროკურატურის ჭიშკრებს. დღეს დილიდან აქციის მონაწილეები მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს ოფისებთან მივიდნენ. რამდენიმე დეპუტატის ოფისს მათ ბოქლომი დაადეს, ზოგიერთ რეგიონში კი, ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციები ხმაურის და დაპირისპირების ფონზე ჩატარდა. მცხეთაში, ბოქლომების დადების მცდელობის დროს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი, თორნიკე დიასამიძე დააკვეს. ამასთან, გურიაში, ოზურგეთის მაჯორიტარის, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ოფისის „დაბოქლომების“ დროს აქციის ერთ-ერთი მონაწილე დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)