|
2019-11-22 11:58:31, 2839 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძის ბიუროსთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ბიუროსთან ოპოზიციის წარმომადგენლებსა და დეპუტატის მომხრეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები დეპუტატ მამუკა მდინარაძის ბიუროს ოფისის კარის "დაბოქლომებას" აპირებდნენ, რასაც დეპუტატის მხარდამჭერებთან დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველები „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მდინარაძის ბიუროს კარზე ბოქლომის დადების საშუალებას არ აძლევენ. შეგახსენებთ, მსგავსი აქციები დღეს დილიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება. აქციის მონაწილეები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. ასევე, ისინი 18 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დაკავებულებისთვის პატიმრობის მისჯას აპროტესტებენ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)