20:53 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-21 10:53:28, 1766 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩი: ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საოკუპაციო რეჟიმის მიერ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება.

ელჩის თქმით, გაფრინდაშვილის არალეგალური დაკავება ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმთან დაძაბული ვითარების შედეგია.

„ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის არალეგალური დაკავება ძალიან რთული და დაძაბული ვითარების შედეგია, რომელიც ოკუპირებულ რეჟიმთან გვაქვს. ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ე.წ. საზღვრები გაიხსნას. ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. 

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს.მას 2 თვიანი პატიმრობა მიესაჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მრგვალი ბაღის მიმდებარედ მომხდარი დაპირისპირების საქმეზე 7 პირი დააკავეს
ბაზისბანკი ლეჩხუმში "ქორენიშული ვერანდის" მხარდამჭერია
23 წლის სტიქაროსნის გარდაცვალების საქმეზე პოლიციელები დააკავეს
მეუფე ილარიონი - ეკლესიის ხმას მატერიალური კეთილდღეობით ვერ დაადუმებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics