|
2019-11-21 10:45:43, 1864 ნახვა
პოლიტიკა
გახარია ექიმის გათავისუფლებაზე - ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს, რომელიც გაგვაჩნია
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, შესაბამისი უწყებები აქტიურად მოქმედებენ და იყენებენ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს, რათა ექიმის ვაჟა გფრინდაშვილის გათავისუფლება უახლოეს პერიოდში მოხდეს. „გაცნობებთ, რომ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები აქტიურად მოქმედებენ 24-საათიან რეჟიმში. ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს, რომელიც გაგვაჩნია და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელიც აუცილებელია მსგავს მძიმე სიტუაციაში. ამიტომ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესის სპეციფიურობიდან გამომდინარე, ინფორმაციის გავრცელების შესაბამისი სტანდარტები და პირველ რიგში ეს სტანდარტები უნდა გავითვალისწინოთ ბატონი ვაჟას და მისი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)