|
2019-11-20 16:10:04, 2082 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: პროკურატურა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ თავად დააბოქლომეს
„პროკურატურა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ თავად დააბოქლომეს და ის ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებს“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს პროკურატურასთან განუცხადა, სადაც შესასვლელ ჭიშკარს ბოქლომი დაადეს. მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური პატიმარია და ამიტომ, ოპოზიცია მას მხარდაჭერას უცხადებს. „ამათ ჭკუა აქვთ საერთოდ? მშვიდობიანი აქციაა და რა დღეში არიან. ბატონო ბიძინა რა დღეში ხართ, რატომ ნერვიულობთ? მშვიდობიანი აქციაა. აცადეთ ხალხს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა. არა გაქვთ ამის უფლება. ჩვენ ვაგრძელებთ დაბოქლომების პროცესს. პროკურატურა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ თავად დააბოქლომეს და ის ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებს. ირაკლი ოქრუაშვილის საქმე ყველამ ვიცით, რომ ასეთია ამიტომ ოპოზიცია ერთიანი ვართ და მოვედით აქ, რათა მხარი დავუჭიროთ სხვა ოპოზიციურ პარტიას. ეს არის პოლიტიკური, ამიტომ ჩვენი მშვიდობიანი არაძალადობრივი წინააღმდეგობის გეგმა მოქმედებაშია და აუცილებლად გავიმარჯვებთ რადგან სიმართლე ჩვენს მხარესაა“, - ამბობს გიორგი ვაშაძე. შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, გენერალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)