|
2019-11-19 16:50:04, 2036 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ბრიუსელს ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ბრიუსელს ეწვევა, სადაც 20 ნოემბერს, ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანთან, ასევე ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებს გამართავს. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრებზე განიხილება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხები, ასევე არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და ყურადღება გამახვილდება რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის პარალელურად ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრების გამართვა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე დიალოგს, რაც თავის მხრივ აახლოებს ჩვენს ქვეყანას ნატო-ში გაწევრიანების საბოლოო მიზნის მიღწევასთან.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)