|
2019-11-19 16:16:58, 1870 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ხალხი არ დგას „ნაციონალური მოძრაობის“ უკან, ეს არის მათი ფიასკოს მიზეზი
„ხალხი არ დგას „ნაციონალური მოძრაობის“ უკან, ეს გამოჩნდა გასული დღეების განმავლობაში და სწორედ ეს გახდა მათი ფიასკოს საფუძველი“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ქართველი ხალხი მადლობას იმსახურებს, რათა კიდევ ერთხელ გაარჩია შავი და თეთრი ერთმანეთისაგან. „ხალხი არ დგას „ნაციონალური მოძრაობის“ უკან, ეს გამოჩნდა გასული დღეების განმავლობაში და სწორედ ეს გახდა მათი ფიასკოს საფუძველი. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც უმაღლესი სტანდარტებით იმოქმედეს გუშინ და ეს არის ის სტანდარტი, რომელიც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის შეიძლება სამაგალითო იყოს. მადლობა უნდა გადავუხადოთ საზოგადოებას, ქართველ ხალხს, რომელმაც კიდევ ერთხელ გაარჩია შავი და თეთრი. ბუნებრივია, ქართველი ხალხი ვერ დადგებოდა და არც დადგა იმ პოლიტიკური ძალის უკან, რომელსაც აქვს უმძიმესი პოლიტიკური წარსული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)