|
2019-11-18 20:04:28, 1581 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას ბოქლომი დაუბრუნა
პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს სიმბოლურად გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი დაუბრუნა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ეს მათ ღირებულებებს გამოხატავს. საპარლამნეტო უმრავლესობის ნაწილმა პირდაპირ ეთერში ბოქლომები დაადეს პარლამენტის ჭიშკრებს. მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, ვინ არიან ეს ადამიანები. ეს არიან ის ადამიანები, ვინც თავის დროზე ბოქლომი დაადეს ადამიანის უფლებებს, ვინც ბოქლომი დაადეს მედიას, ბოქლომი დაადეს კერძო საკუთრებას, ბოქლომი დაადეს ინსტიტუტებს და ქვეყნის თავისუფლების იდეას და ამ ყველაფერს ისინი თარგმნიდნენ და მონოპოლიზებული მედიის საშუალებით საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ეს იყო თავისუფლება და დემოკრატია. ისინი დღეს იგივეს ცდილობდნენ. ამიტომ, მე მინდა მათ სამახსოვროდ გადავცე და დავუბრუნო სიმბოლურად გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი, რომელიც მათ ღირებულებებს გამოხატავს. ეს ალბათ მათ უნდა შეინახონ, რათა ყოველთვის ახსოვდეთ, რომ ვეღარასოდეს, ისინი მოქალაქეთა უფლებებს, მედიას, სახელმწოფოს და პარლამენტს ბოქლომს ვერ დაადებენ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)