12:27 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-18 12:07:14, 999 ნახვა

პოლიტიკა
კახი კალაძე: 2020 წლის არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას

„ვიქნებით მომთმენნი, თუმცა დესტრუქციის გაგრძელების შემთხვევაში, ხელისუფლებას ექნება სათანადო რეაგირება“,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ „ქართული ოცნების“ ოფისსში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წლის არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით და ხელისუფლება ახალი ინიციატივის განხილვას არ აპირებს.

მანვე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციით ცდილობს დაბრუნდეს ხელისუფლებაში და მისი ქმედებები წარუმატებლობისთვისაა განწირული.

„2020 წელს არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით. არჩევნებს იგებს საზოგადოების ნდობა და არა საარჩევნო სისტემა. 2012 წელს ჩვენ სწორედ ამ საარჩევნო სისტემით შევცვალეთ ძალადობა.

ნაციონალური მოძრობის მთავარი დევიზი, ძალაუფლება ნებისმიერ ფასად უცვლელი რჩება, ვინაიდან მათ გამარჯვების შანსი არ აქვთ. ისინი დესტრუქციით ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნდენ, ეს მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული. ისინი იაფფასიანი დესტრუქციული პერფორმანსებით ცდილობენ პოლიტიკურ პროცესში არეულობის შემოტანას,ვიქნებით მომთმენნი, თუმცა მკაფიოდ ვამბობთ, დესტურქიის გაგრძელების შემთხვევაში, ხელისუფლებას ექნება სათანადო რეაგირება.

საქართველო არის ცივილიზებული სამყაროს განუყოფელი ნაწილი, ცივილიზებული თამაშის წესები კი კანონის ფარგლებში მოქმედებას მოითხოვს. არჩევნებამდე 1 წელზე ნაკლებია დარჩენილი, შესაბამისად ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას. ჩატარდება დადგენილ ვადებში, მოქმედი კონსტიტუციით. ამიტომ მოვუწოდებ ოპონენტებს, მოემზადონ არჩევნებისთვის და ხალხის მაარდაჭერის არ ქონას საარევნო სისტემას ნუ დააბრალებენ“, - განაცხადა თბილისის მერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics