|
2019-11-16 20:15:43, 2042 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტთან აქცია განახლდა
პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა. აქციაზე სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილი. მათი მოთხოვნები უცვლელია: 1. ვადამდელი პროპორციული არჩევნები (გერმანული მოდელი, სულ 76 ხმა და 3 კვირა სჭირდება კანონის მიღებას) 2. არჩევნები ჩატარდეს დროებითი მთავრობის მიერ. (ანუ გადადგეს არსებული მთავრობა გიორგი გახარიას მეთაურობით) აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, რუსთაველის გამზირს არ დატოვებენ და სახელმწიფო შენობების პიკეტირებას განაგრძობენ. ამასთან, ისინი ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოუწოდებენ, ამ მოთხოვნებს შეურთდნენ. შეგახსენებთ, საპროტესტო ტალღა მმართველი გუნდის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი, რომლის ინიციატორებიც „ქართული ოცნების“ დეპუტატები იყვნენ, მათივე თანაგუნდელების წინააღმდეგობის გამო ჩავარდა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)