|
2019-11-16 15:55:38, 1869 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული მარში“ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილ აქციას უერთდება
„ქართული მარში“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს და კვირას, 17 ნოემბერს „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილ აქციას უერთდება - ამის შესახებ განცხადება „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ გააკეთა. მისი თქმით, ახლა პირველობისთვის ბრძოლის დრო არ არის, რადგან სამშობლოა გადასარჩენი. „პარლამენტში წარმოდგენილი ძალებიდან მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსმა“ დაიკავა ეროვნული პატრიოტული პოზიცია და მხოლოდ მათი ქმედება პასუხობს ქართველი ერის ინტერესებს. „ქართული მარშის“ ყველა წევრს, ჩვენს მრავალრიცხოვან მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, რომ შეუერთდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილ აქციას. პირველობისთვის ბრძოლის დრო არ არის, სამშობლოა გადასარჩენი, რაც მხოლოდ ეროვნული ქართული ძალების ერთიანობით მიიღწევა“, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ. შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსი“ კვირას, 17 ნოემბერს, საპროტესტო აქციას რესპუბლიკის მოედანზე გამართავს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, საპროტესტო აქციებს უწყვეტი სახე ექნება. მათი მთავარი მოთხოვნა კი ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ წასვლა იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)