|
2019-11-16 14:07:21, 1544 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი აქციის მონაწილეებს: გავუფრთხილდეთ ქვეყანას და პარტიების მიმართ დამოკიდებულება 2020 წელს გამოვხატოთ
„გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი დასკვნები, დამოკიდებულება გამოვხატოთ პოლიტიკური პარტიების მიმართ 2020 წელს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, "ქართული ოცნების" უპირატესობა ნებისმიერ სააჩევნო სისტემაში კონკრეტული პიროვნებებით და ივანიშვილის პროგრამებით არ არის განპირობებული. „მე ვხედავ, რომ ყველა აქცენტის გადატანა ბიძინა ივანიშვილზე ხდება. მე ერთი პასუხი მაქვს, ნებისმიერ სისტემაში, ვადამდელი იქნება, შერეული თუ პროპორციული, უპირატესობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია არ არის განპირობებული კონკრეტული პიროვნებებით და არც იმ პროგრამებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ქვეყნისათვის. არის გარკვეული დამოკიდებულება საზოგადოებისა როგორც ჩვენს მიმართ, ისევე იმ კოალიციის მიმართ, რომელიც ეხლა ქუჩაში სპონტანურად შეიქმნა. ამის მიუხედავად, გამოხატვა ყველას შეუძლია თავისი პოზიციის და ბევრი ხალხია, ვინც ამ პოზიციას არ იზიარებს. ჩვენი მთავარი მიმართვა იმ ხალხის მიმართ, ვინც აპროტესტებს, იქნება, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი დასკვნები, დამოკიდებულება გამოვხატოთ პოლიტიკური პარტიების მიმართ 2020 წელს“, - განაცხადა გია ვოლსკმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)