|
2019-11-16 13:45:09, 2030 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - ე.წ. გერმანული მოდელი არ შეესაბამება კონსტიტუციას, რომელიც დღეს გაგვაჩნია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელი, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს, საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება. ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. „ვისაუბრეთ შემოთავაზებაზეც, თუმცა აქ გრძელი საუბარი არ ყოფილა, იმიტომ რომ ყველამ იცის, ე.წ. გერმანული მოდელი არ შეესაბამება იმ კონსტიტუციას, რომელიც დღეს გაგვაჩნია და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვერ ჩაჯდება იმ გრაფიკში. ამაზე ჩვენი კოსნტიტუციონალისტები უფრო დეტალურად აგიხსნიან“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, ოპოზიციამ თავდაპირველად გარდამავალი მთავრობის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემით ვადამდელი არჩევნების ტარება მოითხოვა. გუშინ გამართული კონსულტაციების შემდეგ კი, ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ არჩევნები ე.წ. გერმანული მოდელით უნდა ჩატარდეს, რომელიც მათი მტკიცებით, არსებული ვითარების გამოსასწორებლად ყველაზე მოკლე გზაა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)