|
2019-11-15 19:01:09, 2013 ნახვა
პოლიტიკა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 750 ევროპარლამენტარს წერილით მიმართავს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით 750 ევროპარლამენტარს წერილით მიმართავს. ორგანიზაცია ევროპარლამენტარებს სთხოვს, ყურადღება არ მოადუნონ და მოვლენებს თვალი ფხიზლად ადევნონ. „ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო, გწერთ, რათა თქვენი ყურადღება მივაპყრო საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. უკანასკნელ წლებში ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის მნიშვნელოვანი შემცირება შეინიშნება. 14 ნოემბრის შემდეგ კი ეს რეგრესი ყველაზე თვალსაჩინო გახდა. ეს პროცესი აშკარად ძირს უთხრის ქვეყნის სვლას უფრო პლურალისტული და წარმომადგენლობითი დემოკრატიის მშენებლობისაკენ და საქართველოს არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ სახელმწიფოს მიტაცების მორიგი ნიშანია. კერძოდ, საყოველთაო მოლოდინის საპირისპიროდ, მმართველმა საპარლამენტო უმრავლესობამ უარი თქვა საარჩევნო სისტემის დაპირებულ ცვლილებაზე, რომელიც არსებული მანკიერი შერეული სისტემიდან სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. ეს დაპირება ამ ზაფხულს ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების მასობრივი პროტესტის მონაპოვარი იყო. მმართველმა პარტიამ ერთგვარი სპექტაკლი დადგა, თითქოს მაჟორიტარი დეპუტატების დიდი ნაწილი, რომლებიც თავადვე იყვნენ ამ ცვლილებების ინიციატორები, მმართველ პარტიას „აუჯანყდნენ”. ჩვენ ეჭვიც არ გვეპარება, რომ სინამდვილეში ეს იმთავითვე დადგმული წარმოდგენა იყო, რომლის უკან მმართველი პარტიის თავმჯდომარე და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დგას. მოვლენების დინამიკა ყოველ წუთს იცვლება და ახალ ძალას იძენს; მოსალოდნელია, რომ ქუჩის საპროტესტო აქციებმა პოლიტიკურ კრიზისამდეც კი მიგვიყვანოს, რის შედეგადაც უკვე გაზაფხულზე რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. ეს კი მნიშვნელოვან სირთულეებს შეუქმნის ოპოზიციურ პარტიებს ასეთ მოკლე დროში პარტიული საქმიანობისა და რესურსების მობილიზების კუთხით. ამიტომ ასეთ დაძაბულ პერიოდში მოგმართავთ თხოვნით, ყურადღება არ მოადუნოთ და ფხიზლად ადევნოთ თვალი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. გთხოვთ, არ შეიქმნათ ილუზია და არ მოტყუვდეთ მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებით, რომ პარლამენტის მიერ ცვლილებებზე უარის თქმა შიდაპარტიული დემოკრატიის დემონსტრირება იყო. საქმე სრულიად სხვაგვარადაა: შექმნილი ვითარება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელსაც სურს, საკუთარი მმართველობა საქართველოში ამ ფსევდო დემოკრატიული პროცესების მეშვეობით გაიხანგრძლივოს, სახელმწიფოს მიტაცების პროცესის გაგრძელებაა“, - ნათქვამია წერილში.
აშშ-მ ირანს ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების შესაჩერებლად ვადა დაუწესა
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)