|
2019-11-15 15:56:50, 1535 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: ამ ქაოტურ სიტუაციაში რთული იქნება რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, თუმცა რატომაც არა
„არც პროპორციული, არც რიგგარეშე არჩევნების არ გვეშინია, იმიტომ რომ ვიცით ვისთვის ვმუშაობთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. გია ვოლსკის თქმით, რიგგარეშე არჩევნებს უმრავლესობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეს, თუმცა შიში, რომ ასეთი არჩევნები რაიმეს მოაკლებს „ქართულ ოცნებას“ არ არსებობს. „იყო მოსაზრებები, რომ ხელისუფლება თავად თხოულობს და მიჰყავს ყველაფერი რიგგარეშე არჩევნებამდე, იცით თქვენ ამის თაობაზე. ჩვენთვის არ არის მიზანი რიგგარეშე არჩევნები, იმიტომ რომ ამ ქაოტურ სიტუაციაში რთული იქნება რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, თუმცა რატომაც არა. დათანხმებით არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავთანხმდეთ, რეალურად ამის შიში, რომ რიგგარეშე არჩევნები რაიმეს მოაკლებს პოლიტიკურ პარტიას მე ვერ გეტყვით რომ არსებობს. ეს აბსულუტურად ჩვენს ინტრესებში არ არის, რომ საზოგადოებაში იყოს დაპირისპირება. არც პროპორციული, არც ვადამდელი არჩევნების არ გვეშინია, იმიტომ რომ ვიცით ვისთვის ვმუშაობთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)