|
2019-11-15 13:06:20, 1452 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩი: კანონპროექტის ჩავარდნამ პოლიტიკური პოლარიზაციის რისკის წინაშე დაგვაყენა
„გუშინდელმა პროპორციული სისტემის ჩავარდნამ პოლიტიკური პოლარიზაციის რისკის წინაშე დაგვაყენა“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა „ ქართული ოცნების“ ოფისში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან და მმართველი პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა მხარეებთან, რათა სწორი გამოსავალი მოიძებნოს. „მე შეშფოთებული ვარ გუშინდელი ფაქტის გამო, რადგან მომხდარმა ზიანი მიაყენა პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ნდობას. მომხდარმა პოლიტიკური პოლარიზაციის რისკის წინაშე დაგვაყენა. კანონპროექტის ჩავარდნამ სწორედ ეს დაგვანახა. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა მხარეებთან, რადგან ახლა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. მე მქონდა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და მმართველი პარტიის ლიდერთან. კონსულტაციები გაგრძელდება სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და ასევე ჩემ კოლეგებთანაც“, - ამბობს კარლ ჰარცელი.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)